Georgian English
Header
Print ბეჭდვა | Rss |

თავფურცელი პროექტის შესახებ მუნიციპალიტეტები კანონმდებლობა სიახლეები ბიბლიოთეკა დონორები სხვადასხვა  
თქვენ იმყოფებით: სიახლეები » ,,სიდა“ რუსთავის თვითმმართველობასა და მოქალაქეებს ურთიერთობის ინოვაციურ ფორმას სთავაზობს
facebook share 2 twitter

,,სიდა“ რუსთავის თვითმმართველობასა და მოქალაქეებს ურთიერთობის ინოვაციურ ფორმას სთავაზობს

03:41 PM - 25 October 2012



,,სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (სიდა)“ დღეს სამოქალაქო მონიტორინგის ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია მოაწყო. მსგავსი სისტემა რუსთავის გარდა საქართველოს არც ერთ ქალაქში არ არის. ელექტრონული სისტემა პროექტის ,,შენი ქალაქის მთავრობა და შენ“ ფარგლებში გაკეთდა და ის მოქალაქეთა გაძიერებისა და ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ელექტრონული ვებ–გვერდი www.cso.ge/cems მოსახლეობას საშუალებას აძლევს საკუთარი ხმა თვითმმართველობას მიაწვდინოს.

,,საქართველოს რეგიონებში პირველად რუსთავში მოხდა ამ სისტემის შექმნა. ის ითვალისწინებს თვითმმართველობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ელექტრონული კომუნიკაციის ჩამოყალიბებას. მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება კომუნალური პრობლემების შესახებ აქტიურად მოახდინონ თვითმმართველობის ინფორმირებულობა, თვითმმართველობას კი შესაძლებლობა, რეაგირება მოახდინოს იმ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას აქვს ქალაქში“,- განაცხადა ,,GlobalNews"-თან ,,სიდას“ დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

ელექტრონული სისტემის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით ორგანიზაციამ სატელევიზიო კლიპი დაამზადა,რომელიც ადგილობრივი ტელევიზიით გავა, ასევე დაიბეჭდა ფლაერები ქალაქში გასაკრავად. პრეზენტაციაზე კლიპის ჩვენებაც შედგა.

ღონისძიება რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსთავის თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა მეტი ჩართულობის ხელშეწყობის ინიციატივას ,,სიდა“ USAID/MSI–თან ერთად ახორციელებს.

 

http://obalnews.com.ge/


ID# 1396





d~Copy of osgf logo 1.JPG
Ivote-logo bolo.jpg
iccc   osgf www.wsa.ge   ფორუმი კითხვა - პასუხი სასარგებლო ბმულები კონტაქტი
 
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი პროექტი ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით
ვებ გვერდი შექმნილია Ge Studio-ს მიერ საავტორო უფლებები დაცულია ICCC-ის მიერ